logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი „ნატურალპროდუქტთა კომპანიისა“ და ინდივიდუალური მეწარმე „სერგო ჯოჯიშვილის“ საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2016. 12:08



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი კასპში სააქციო საზოგადოება „ნატურალპროდუქტთა კომპანიისა" და ინდივიდუალური მეწარმე „სერგო ჯოჯიშვილის" საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა.


„საქართველოს მთავრობა ზრუნავს მეწარმეობის განვითარებაზე. ამის მაგალითია საწარმო „სერგო ჯოჯიშვილი", რომელმაც გასულ წელს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში" საწარმოს გასაფართოებლად დაფინანსება მიიღო.

 

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება",- აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner