logo_geo
eng_logo
იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2016. 12:34



წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებლებს შეხვდა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ და სოციალური დაცვის პროგრამაზე ისაუბრა. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

 „ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა. სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2012 წლის შემდეგ 62,1%-ით, 1,4 მილიარდიდან 2,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, გაორმაგდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური დახმარების ოდენობა. შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, გაუმჯობესდა სოციალური სახლების მდგომარეობა; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის მცირე ზომის ბავშვთა სახლები ამოქმედდა", -აღნიშნა მაკრახიძემ.


როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, კიდევ უფორო დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების პირობებეს შექმნის.


იოსებ მაკრახიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ახალ სახელმწიფო პროგრამაზეც - „ცხოვრება გრძელდება", რაც იმ კომპანიებისთვის, რომელებიც საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირებს დაასაქმებენ, შეღავათების დაწესებას გულისხმობს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner