ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც შეჯამებულია საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ვიზიტის შედეგები. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში გაუმჯობესებულია და აქვე, მოუწოდებენ ყველა მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებს.
დამკვირვებლები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს.
„მაშინ როცა შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს საარჩევნო გარემოს პოლარიზება, აღნიშნული იყო ისიც, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს", - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.