საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს საგანგებო სხდომის დანიშვნას მოითხოვენ. მიზეზი სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბოლო დღეებში სისხლისმღვრელი მოქმედებები განახლდა.
გუშინ სირიის სახელისუფლებო ძალებმა განაცხადეს, რომ ალეპოზე კონტროლის დაბრუნებას გეგმავენ, რომლის ნაწილს, ამ დროისთვის, მეამბოხეები აკონტროლებენ.
მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გუშინ 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „ფრანს პრესი" იუწყება, უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკში, შესაძლოა, ადგილობრივი დროით 10.00 საათზე დაიწყოს.