logo_geo
eng_logo
ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
- +

25 სექტემბერი. 2016. 13:16



ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები, ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწვა მეწყერი. ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.


ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, ალამბარსა და სოფელ ქობულეთში დაზიანებული გზები და საცხოვრებელი სახლები დაათვალიერა.


სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება სასოფლო გზები. სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner