logo_geo
eng_logo
მამუკა ღლონტი: ვიქნები კონსულტანტი, შტატში არ ვიქნები და ხელფასს არ ავიღებ...
- +

14 მარტი. 2016. 13:54



ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი არხის თანამშრომლებს და შპს "ტელეკომპანია მაესტროს" ხელმძღვანელობას შეხვდება, სადაც საუბარი შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მაუწყებლობის დაწყებას შეეხება. მამუკა ღლონტის თქმით, მას ამ პროცესში შტატგარეშე კონსულტანტის სტატუსი ექნება.


"როგორც შემატყობინეს, ჟურნალისტები არიან დაინტერესებული შპს "ტელეკომპანია მაესტროსთან" დაკავშირებულ პროცესში ჩავერთო. მოვახსენებ მათ ამის შესახებ. მე ვიქნები მხოლოდ კონსულტანტი, ისიც საზოგადოებრივ საწყისებზე - შტატში არ ვიქნები და ხელფასს არ ავიღებ ამაში. მე უფლება არ მაქვს, ჩემს მეგობრებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი მედიისთვის, გვერდით არ დავუდგე. ჩემს მეგობრებს მივცემ რჩევებს.

 

ლიცენზია, არსებობს შენობა, რომელიც არის ქალბატონი მაკა ასათიანის საკუთრებაში, არსებობს ტექნიკა, რომელიც ასევე მაკა ასათიანის საკუთრებაშია. ვნახოთ, თანამშრომლები თუ გადმოვლენ. თუ იქნება თანამშრომლობის ნაკლებობა, ალბათ, გამოცხადდება მიღება," - განაცხადა მამუკა ღლონტმა.


მამუკა ღლონტის განცხადებით, როცა პოლიტიკოსი ხდება ტელეკომპანიის დირექტორი, ბევრ კითხვას აჩენს:


"მე რომც არ ვთქვა, ეჭვებიც რომ არ მქონდეს, როცა პოლიტიკოსი ტელეკომპანიის დირექტორია, ამით ყველაფერია ნათქვამი", - განაცხადა ღლონტმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner