დღეს საქართველოს გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანი ეწვევა, რომლის ვიზიტი 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ვიზიტის მიზანი დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასებაა.
ჩალოკა ბეიანი შეაფასებს, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რომელსაც 2014 წელს, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული მისი ანგარიში მოიცავს.
„ვიზიტის დროს შევაფასებ პროგრესს დევნილთა დაცვისა და დახმარების გაწევის სფეროში, შევაფასებ მიმდინარე პრობლემებს და შესაძლებლობებს საქართველოში გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისთვის. კერძოდ, დევნილთა ინტეგრაცია საჭიროებს განვითარების უფრო ფართო გეგმებს და ინიციატივებს", - განაცხადა გაერო-ს მომხსენებელმა.