„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის აგრარული ბაზრის მიმდებარე საკვირაო ბაზრობაზე მივიდა.
თავად ბაზარი სავალალო მდგომარეობაშია და არ ფუნქციონირებს.
„ასეთ მდგომარეობაში ვართ, წვიმაში ვდგავართ, ხედავთ ყველაფერი დაყრილია, ყველი და ფრინველი ერთად იყიდება.
ცუდია, მაგრამ სხვა გზაც არ არის", - შესჩივლეს დეპუტატობის კანდიდატს მოვაჭრეებმა.
ნინო წილოსანი მათ დახმარებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ ლანჩხუთს უნდა ჰქონდეს თანამედროვე აგრარული ბაზარი.
„აქ სწორედ იმის გასაგებად მოვედი თუ რა მდგომარეობა იყო. აქ არ არის არც მყიდველისთვის და არც გამყიდველისთვის სათანადო პირობები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ბაზარი, აქვეა რკინიგზის სადგური, ავტოსადგურიც უნდა დაბრუნდეს და ეს ადგილი ისევ გაცოცხლდეს.
მე მჭირდება თქვენი მანდატი, რომ ვიბრძოლო თქვენი პრობლემების გადასაწყვეტად.
რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ეს არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი, პრიორიტეტული საკითხი, რომ ლანჩხუთს თანამედროვე აგრარული ბაზარი ჰქონდეს", - უთხრა მათ ნინო წილოსანმა.