logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე სოფელ ბაღდადისა და სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2016. 15:22


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.


დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და  ისაუბრა სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.


„აქ მოვედი იმისთვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვიდგე თქვენს გვერდით. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველას მოგეცეთ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ, 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და  თქვენთან ერთად  შევუდგებით ქვეყნის სწრაფ განვითარებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner