logo_geo
eng_logo
ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის გზაზე მეწყერული პროცესების გამო მოძრაობა შეფერხებულია
- +

25 სექტემბერი. 2016. 16:08



მეწყერული პროცესების გამო, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზის მე-11 კილომეტრზე ჩაიწია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის, აბაშა-მარტვილის და მარტვილი-ტალერი ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით.


მობილიზებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს სამუშაოები.


 საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ გზაზე მოკლე ხანებში აღდგება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner