ერაყში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 20 ადამიანი, 20-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება ბაღდადში, ერთ-ერთ ბაზრობაზე განხორციელდა, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანას 6 ადამიანი შეეწირა, 20-მდე კი დაშავდა.
მეორე ტერორისტული აქტი კი ქვეყნის დასალეთ ნაწილში მოხდა, სადაც მანქანის აფეთქებას 15 პოლიციელი ემსხვერპლა.
მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.