logo_geo
eng_logo
ილია ელოშვილი: თითოეული ჰესი დიდ როლს შეიტანს ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობაში
- +

25 სექტემბერი. 2016. 16:16



ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა „საგურამოჰესის" გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ჰესს ზამთარ-ზაფხულლ თანაბარი გამომუშავება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

 

„საგურამოჰესს ზამთარ-ზაფხულ თანაბარი გამომუშავება აქვს და ეს არის უმნიშვბელოვანესი ჩვენთვის, რადგან ჩვენი ძირითადი დეფიციტები არის ზამთრის და შემოდგომის პერიოდში", - განაცხადა ელოშვილმა.



მისივე თქმით, ბევრი ასეთი ჰესი აშენდება, რაც დიდ როლს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში.


 „ეს არის მართლაც გამორჩეული ჰესი, პირველი რითაც გამოირჩევა ეს არის ის, რომ იდეის დაბადებიდან ამ პროექტის განხორცირლებას დასჭირდა დაახლოებით 2 წელი, რაც არის ნებისმიერი ჰესის აშენებისთვის რეკორდული დრო, ეს ადასტურებს, რაოდენ მოქნილი არის ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და რაოდენ დაიხვეწა  ტექნიკური მხრივ ჩვენი კომპანიების მუშოაბა, მათ ძალიან ეფექტურად შეასრულეს ეს პროექტი. გვიხარია, და კიდევ ბევრი ასეთი ჰესი აშენებდება საქართველოში და თითოეული ჰესი ძალიან დიდ როლს შეიტანს ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობაში", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner