logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2016. 16:45

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მე-2 ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე, კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები და სურვილები მოისმინა, ვაკის რაიონში განსახორციელებელ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნისათვის ხელმისაწვდომობა და ღია მმართველობა, რაც ხელისუფლების დიდი მონაპოვარია.


ბიძინა გეგიძემ ყურადღება გაამახვილა სტრუქტურულ რეფორმებზე სხვადასხვა მიმართულებით და მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესებში და მივიდნენ არჩევნებზე.

















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner