ადოლფ ჰიტლერმა თავისი სიკვდილის ინსცენირება მოახდინა! მან 95 წლამდე იცოცხლა თავის ბრაზილიელ თანამგზავრთან ერთად.
საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ ჰიტლერმა 1945 წლის 30 აპრილს თავი მოიკლა. დღემდე უცნობია მისი სიკვდილის მიზეზი, თავი მოიწამლა, თუ ტყვიით მოისრაფა სიცოცხლე. ამიტომაც, ზოგი ფიქრობს, რომ იგი ბრაზილიაში გაიქცა და იქ 96 წლამდე იცოცხლა.
ბრაზილიაში ახლახანს გამოსული წიგნი გვიმტკიცებს, რომ ადოლფ ჰიტლერის თვითმკვლელობა სრული სიცრუეა.
წიგნის ავტორი სიმონე რენე გუარეირო ფიქრობს, რომ მან 96 წლამდე იცოცხლა ბრაზილიაში. ამის დასამტკიცებლად გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ხნიერი მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს დიქტატორს.
ავტორის მტკიცებით, მან თავისი სიკვდილი გაითამაშა და არგენტინაში გაიქცა, საიდანაც შემდეგ ბრაზილიაში გადავიდა, განძის საძებნელად.
საუბარია იეზუიტების განძზე, რომლის რუკაც, მას ვითომდა ვატიკანში გადასცეს.
სავარაუდოდ, იმ პერიოდში გაიცნო თავისი მომავალი თანამგზავრი. ქალბატონი სიმონე ამტკიცებს, რომ ქალაქ ნოსა სეფორაში ცხოვრობდა კაცი, სახელად ადოლფ ლაიფციგი, ეს ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორის, ბახის მშობლიური ქალაქის დასახელებაა.
მანვე გამოაქვეყნა ტანსაცმელი, რომელსაც, სავარაუდოდ, ფიურერი ატარებდა. თავისი თეორიის დასამტკიცებლად წიგნის ავტორი ადოლფ ლეიფციგის გვამის ექსპერტიზას მოითხოვს.
რაც შეეხება ჰიტლერის გარდაცვალების ოფიციალურ ცნობას, სიმონე გუარეიროს თეორიით გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ფიურერს დაეხმარნენ ყალბი საგაზეთო პუბლიკაციებით.
ჰიტლერის და ევა ბრაუნის ცხედრები იყო შეცვლილი. მისი თავის ქალას გამოკვლევამ საოცარი ფაქტი გამოააშკარავა, დამწვარი სხეული 40 წლის ქალს ეკუთვნოდა.
წიგნის ავტორი არაფერს ამბობს ევა ბრაუნის შესახებ. თუ გაიქცა ფიურერთან ერთად, რატომ აღარაფერია ცნობილი მის შესახებ?
რა თქმა უნდა, ეს თეორია აქსიომა არ არის, არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია, რაც თავისთავად აჩენს ეჭვს, ნამდვილად გარდაიცვალა 1945 წლის 30 აპრილს ადოლფ ჰიტლერი, თუ მართლაც სამხრეთ ამერიკას შეაფარა თავი.
წყარო: visper.org.ua