წერეთლის გამზირზე, თბილისის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, გულშემატკივრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია.
შს სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გულშემატკივრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
ამ წუთებში დინამო არენაზე თბილისის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.