logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია
- +

25 სექტემბერი. 2016. 21:30



მოსახლეობას განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.


კვირიკაშვილის განცხადებით, პირველი ეტაპის უზარმაზარი სამუშაო პრაქტიკულად, შვიდი თვის განმავლობაში შესრულდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა.


კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია.


„მინდა მივულოცო ყველას ამ ულამაზესი ისტორიული უბნის აღდგენა. უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა პირველი ეტაპი და პრაქტიკულად, შვიდი თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკურად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მთლიანად აღდგენილია არა მარტო გარეგნული იერ-სახე, ასევე აღდგენილია სადარბაზოები, მათ შორის, კედლის მოხატულობა, ეზოები, კომუნიკაციები მთლიანად არის განახლებული,ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას, ასევე მე-19 საუკუნის ბაღების აღდგენას.

უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ეს ადგილი ტურისტებისთვის, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner