რეაბილიტირებული გამზირი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმცროს შვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყველა თბილისელს და მთელს საქართველოს, ულამაზესი, ისტორიული უბნის აღდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებლის გამზირის განახლება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.