logo_geo
eng_logo
რეაბილიტირებული დავით აღმაშენებლის გამზირი საზეიმოდ გაიხსნა
- +

25 სექტემბერი. 2016. 21:52



დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირს, რომლის ნაწილი საფეხმავლო გახდა, უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა.


კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, გამზირზე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო სკვერები, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200 - მდე ადამიანი. პროექტის „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.


2017 წელს, „ახალი ტფილისის" ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner