"ქრონიკის" ინფორმაციით, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ 14 წლის მოზარდ გოგონას ეძებენ. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მათი კვალი შუამთიდან გაუჩინარდა რის შემდეგაც ისინი აღარავის უნახავს. ადგილზე მობილიზებულია სპერცრაზმი, პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება კახეთის გუბერნატორიც. მომხდარის შესახებ შსს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.