logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე კოალიციის წევრებს: კარგად მახსოვს, არჩევნების წინ რამდენი მილიონი მოგცათ ივანიშვილმა. დაგავიწყდათ?
- +

25 სექტემბერი. 2016. 23:43


 

„კოალიციის ყოფილი წევრები რომ გამოდიან ახლა და ბიძინას მუშტს უღერებენ, აკრიტიკებენ და ლამის ლანძღავენ, მწარედ მეცინება. თქვე კაი ხალხო, რატომ ამჟღავნებთ ასეთ უმადურობას?",-  ამ სიტყვებს ანალიტიკოსი სიმონ კილაძე კოალიციიდან გამოსულ პარტიებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ხალხს ყველაფერი ახსოვს.


„კოალიციის ყოფილი წევრები რომ გამოდიან ახლა და ბიძინას მუშტს უღერებენ, აკრიტიკებენ და ლამის ლანძღავენ, მწარედ მეცინება. თქვე კაი ხალხო, რატომ ამჟღავნებთ ასეთ უმადურობას? ბიძინას გარეშე ხომ 2012 წელს ხელისუფლებაში ვერ მოხვიდოდით? მე კარგად მახსოვს, არჩევნების წინ რამდენი მილიონი მოგცათ ივანიშვილმა. დაგავიწყდათ? მაშინ კარგი კაცი იყო, ხომ, ივანიშვილი, ფულს რომ გაძლევდათ და ახლა ცუდია? თუ თავი გაქვთ, აბა გაიმარჯვეთ და იმდენი კანდიდატი შეიყვანეთ პარლამენტში, რამდენიც გყავდათ. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი გვახსოვს და რასაც ამბობთ, კარგად დაუკვირდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ საკუთარ თავს ავნებთ",- წერს კილაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner