logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია: უტვინო "ჩუსტი" ხარ - დევიდ ლი
- +

25 სექტემბერი. 2016. 23:43


 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დევიდ ლის უტვინოს უწოდებს და უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს.

 

ნიკა გვარამია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დევიდ ლის მიერ გაკეთებულ განცხადებას აზიარებს, სადაც ის ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს "ჩუსტს" უწოდებს.


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "მაგთიკომის" ყოფილი გენერალური დირექტორი დევიდ ლი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, არჩევნებზე "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი.

 

"აშკარაა, რომ ამ წელს არჩევნები იქნება გამჭვირვალე და მართალი. საერთაშორისო დამკვირვებლი იქნება ყველგან, ბევრი არაჩვეულებრივი ორგანიზაცია აკვირდება ყველაფერს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის დიპლომატებს აქვს დიდი ინტერესი. ამიტომ ასეთი განცხადება არის სისულელე.

 

"რუსთავი 2" არ არის დამოუკიდებული ტელეკომპანია. პირიქით, როგორც რუსული პროფესიონალური შავი პიარის აგენტი, ისინი მუშაობენ სიმართლის წინააღმდეგ, და როგორც რუსული პროპაგანდა ამ ქვეყანაში, ისინი არიან ძალიან სახიფათო დემოკრატიის პროცესისთვის. აზრს რომ ეგზიტპოლი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე არჩევნები, არ აქვს აზრი. მაგრამ, თუ შენ გაქვს ძალადობის გეგმა, მას აქვს აზრი. ჩვენ ვცხოვრობთ სახიფათო დროში.

 

რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი. არ არის პოლიტიკური განცხადება ან ოფიციალური კრიტიკა.

 

მაგრამ ბოლოს და ბოლოს, უნდა გითხრა რომ ასეთი გეგმა, რომ "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი არის მნიშვნელოვანი, არის ძალიან დიდი პროვოკაცია.

 

რუსებს არ შეუძლიათ გააკეთონ უკეთესი. როგორც იცით, მე მაინტერესებს სოციალური მედიის ეფექტი ამ არჩევნებზე. მაგრამ, მე არ მინახავს ასეთი ტაქტიკა ადრე. დეზინფორმაცია და ტყუილები "რუსთავი 2"-იდან არჩევნების დღეს იქნება ძალიან სახიფათო ყველასთვის. ვნახოთ! ვნერვიულობ", - წერს დევიდ ლი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner