logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: უკრაინელი ჩინოვნიკის ამგვარი ქმედებები უკრაინის ხელისუფლების სირცხვილია
- +

26 სექტემბერი. 2016. 01:44


 

„სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ხელმძღვანელობს საქართველოში რეგისტრირებულ პარტიას, მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში და, შიგადაშიგ, აჯანყებისკენაც მოუწოდებს ხალხს, ამით კანონმდებლობა არ ირღვევა?!",- ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ცესკო აღნიშნულ საკითხში პრობლემას ვერ ხედავს.


„სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ხელმძღვანელობს საქართველოში რეგისტრირებულ პარტიას, მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში და, შიგადაშიგ, აჯანყებისკენაც მოუწოდებს ხალხს, ამით კანონმდებლობა არ ირღვევა?!

ასევე საინტერესოა, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და, განსაკუთრებით კი, ცესკო ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, რითაც სამომავლოდ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქმნება.

აღარაფერს ვამბობ, რომ უკრაინელი ჩინოვნიკის ამგვარი ქმედებები მთელი უკრაინის ხელისუფლების სირცხვილია და მხოლოდ მის უუნარობასა და არაგამჭრიახობაზე მიუთითებს.

რაზეც მე ვსაუბრობ, ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს. 1.უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. 2. საქართველოს კანონმდებლობით ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობა და ბიძინა ივანიშვილი იყო საფრანგეთის მოქალაქე. 3. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ მას ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა", - წერს მაღლაფერიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner