„სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ხელმძღვანელობს საქართველოში რეგისტრირებულ პარტიას, მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში და, შიგადაშიგ, აჯანყებისკენაც მოუწოდებს ხალხს, ამით კანონმდებლობა არ ირღვევა?!",- ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ცესკო აღნიშნულ საკითხში პრობლემას ვერ ხედავს.
„სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ხელმძღვანელობს საქართველოში რეგისტრირებულ პარტიას, მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში და, შიგადაშიგ, აჯანყებისკენაც მოუწოდებს ხალხს, ამით კანონმდებლობა არ ირღვევა?!
ასევე საინტერესოა, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და, განსაკუთრებით კი, ცესკო ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, რითაც სამომავლოდ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქმნება.
აღარაფერს ვამბობ, რომ უკრაინელი ჩინოვნიკის ამგვარი ქმედებები მთელი უკრაინის ხელისუფლების სირცხვილია და მხოლოდ მის უუნარობასა და არაგამჭრიახობაზე მიუთითებს.