logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: 2008 წლის არჩევნებზე თავი ჩრდილოეთ კორეაში მეგონა
- +

26 სექტემბერი. 2016. 01:46



შპს „სტუდია მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ „იმედის" ეთერში 2008 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ბილბორდზე სურათის გაკვრის უფლებასაც არ აძლევდათ. 


2008 წლის არჩევნებზე თავი ჩრდილოეთ კორეაში მეგონა. საერთოდ არჩევნებში ვიყავი თუ არა, ის არ ვიცოდი. ჩვენ იმის უფლებაც კი არ გვქონდა, რომ ერთ ბილბორდზე სურათი გაგვეკრა. ჩვენთვის მედია დაკეტილი იყო. მე რომ, 2008 წლის 5 იანვარს საღამოს 10:00 საათზე, არჩევნების შედეგებისადმი ჩემი დამოკიდებულება უნდა გამომეცხადებინა არც ერთი ჟურნალისტი ჩემ პრესკონფერენციაზე არ მოვიდა. ეს იყო 2008 წლის საარჩევნო გარემო. მიუხედავად ამისა, უცხოელმა დამკვირვებლებმა, იმისათვის, რომ ისინი აქ არ იყვნენ მზად სახელისუფლებლო ცვლილებებისთვის, განსაკუთრებით აშშ, რადგან ბევრ საქმეს აშშ-ულაპარაკოდ უკეთებდა ის ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ისეთი მომენტები, როდესაც აშშ-ადმინისტრაციის და ქართველი ხალხის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ხელისუფლების მოქმედებათა გეგმის მთავარი მიზეზი ის არის ,რომ ეს ინტერესები ერთმანეთს მიუახლოვო, აქ ასე არ იყო, ხალხზე ძალადობაზე ხდებოდა იმ ინტერესების გატარება. მაშინ ბუშის ადმინისტრაცია თავს კომფორტულად გრძნობდა, ჯერ კიდევ ცესკოს გამოუცხადებლად მოულოცეს მიხეილ სააკაშვილს.

 

ჩემს ძალიან დიდ დამსახურებად ვთვლი, რომ დესტაბილიზაცია არ მოვახდინე საქართველოში, მაინც ვარჩიე მოთმინების გზით წავსულიყავი და საარჩევნო გზით გამოცვლილიყო ის უბედურება რაც იყო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.


ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საზოგადოება თუ კიდევ ერთხელ გამოიჩენს სამოქალაქო აქტიურობას და პასუხისმგებლობას, „ქართული ოცნება" ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.


გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი გაიმარჯვებს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, და არანაირი პროვოკაცია არ იქნება დაშვებული ჩვენი ძალოვანი უწყებების მიერ. ამ განცდას მაძლევს ის სტაბილური, მტკიცე გარემო, რაც დღეს არის არჩევნებზე და მე ვხედავ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია „ქართული ოცნების" გამარჯვებაში. მაგრამ მინდა ყველას ვთხოვო, რომ მიუხედავად მათი არჩევანისა, სახლში არავინ არ დარჩეს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ანგარიში მივიღოთ, რომ არავის, არცერთ ადამიანს არ ჰქონდეს ერთი გრამი აზრის გავლება თავში, რომ შესაძლებელია რაღაც რევოლუციური პროვოკაციების მოწყობა. იმასაც ვიტყვი, რომ ეს იქნება მყისიერად ალაგმული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სტრუქტურების მიერ. წარმატებას ვუსურვებ ყველას და ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, წინ წავიდეთ, წინ ვიაროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავშორდეთ იმ ჯოჯოხეთს რა ჯოჯოხეთშიც ვცხოვრობდით", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner