"ქართულ სიტყვასთან" ინტერვიუში "ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე აცხადებს, რომ „ნაციონალი" არასოდეს გავხდება.
"ცხოვრებაში არასოდეს მითქვამს, არასოდეს-მეთქი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: „ნაციონალი" არასოდეს გავხდები!", - აცხადებს აბესაძე.
- რატომ?
- რატომ და, - მანიაკი არ ვარ, გესმის?
- ანუ, ის ადამიანები, ვინც მხარს „ნაცმოძრაობას" უჭერენ, მანიაკები არიან?
- ვანიჩკა, რასაც ახლა გეტყვი, პირდაპირ ასე, სიტყვა-სიტყვით დაბეჭდე: ადამიანი, ვინც დღეს „ნაცმოძრაობის" მომხრეა, მხარს მამაკაცის „კასტილებით" გაუპატიურებას უჭერს!
- ამის გამო ჩაგქოლავენ!
- კი ბატონო, ჩამქოლონ, აქ ვარ! როგორ შეიძლება, ადამიანს მხარს ბიზნესმენების ტერორის და კაცის გაუპატიურებას უჭერდეს?
- მოკლედ, დარწმუნებული ხარ, რომ ოცნებები ხდება?
- დიახ, ოცნებები ხდება!