logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: 26 მაისის რეპორტაჟისთვის დავისაჯეთ!
- +

26 სექტემბერი. 2016. 01:48



ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც აბდალაძემ აღნიშნა, ჟურნალისტები 26 მაისის რეპორტაჟისთვის დაისაჯნენ, რადგან მათ რეალური სურათი აჩვენეს, თუ რა ხდებოდა მაშინ რუსთაველის მოედანზე.


„26 მაისს ვაჩვენეთ რეალური სურათი რა ხდებოდა და როგორი სახით დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეები. ეს იყო სპეცოპერაცია. შეასრულეს ბრძანება, რომ ვერავინ ვერ უნდა გასულიყო მოედნიდან. 800 ადამიანს წაუყენეს ბრალი და დააპატიმრეს. დამისახელეთ რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც აქციაზე 800 ადამიანს აპატიმრებენ.

მთელს რუსთაველზე, ადამიანები ხელებ შეკრულები იყვნენ დაყრილები.

ქონდათ თუ არა მათ მიტინგის ჩატარების ან არ ჩატარების უფლება, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ პოლიციელებს რომ არ ჰქონდათ იმის უფლება, რომ მსგავსი სისასტიკით დაერბიათ ადამიანები და თავები დაეხეთქათ",- განაცხადა აბდალაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner