„ნუთუ, მართლა ვერ ხვდებიან, რომ მიშას ყოველი გამოჩენა კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა საზოგადოებისთვის- მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ დაასამაროს ქართული ნაციზმი, მიშიზმი, სადიზმი!",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.
„ძალიან არ მინდოდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" რამოდენიმე აქტიური მხარდამჭერის, ლიდერის, იდეოლოგის, წევრის თუ მედიასაშუალების მფლობელის გვერდი გადავამოწმე.
აღმოჩნდა, რომ იგნორირებული აქვთ ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადებები დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ეს ხალხი, რომელიც დღენიადაგ მაშველი რგოლივით დაეძებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის რაიმე ისეთ განცხადებას, რაც ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოადგებათ, ახლა სულ "დაავიწყდათ" პატივცემული ელჩი და ვერც მისი განცხადება გაიგონეს! აბა, ეთქვა რაიმე საპირისპირო, ვინ დაასწრებდა გაზიარებას?! ჰო, ეტყობა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებებიც არ მოეწონათ საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესების თაობაზე და ამ მისიის არსებობაც დაავიწყდათ! სამაგიეროდ, აზიარებენ და აზიარებენ მათი ბელადის მორიგ, შიზოფრენიულ (სამწუხაროდ) გამოვლინებებს.
ნუთუ, მართლა ვერ ხვდებიან, რომ მიშას ყოველი გამოჩენა კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა საზოგადოებისთვის- მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ დაასამაროს ქართული ნაციზმი, მიშიზმი, სადიზმი! 8 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს! 41!"- წერს კობახიძე.