ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ნიკოლაძე აღნიშნავს, „კელის განცხადებამ დაასამარა მავანთა უმსგავსო გეგმები."
„კელის განცხადებამ დაასამარა მავანთა უმსგავსო გეგმები, უფრო სწორად კი, ოცნებები სახელმწიფო "გადატრიალება-გადმოტრიალების" შესახებ, რადგან საფუძველთა-საფუძველი ამ რევოლუციური სცენარისა უნდა გამხადრიყო ფორმულა "საქართველოში საარჩევნო გარემო არ იყო". შესაბამისად, კელიმ მოუღო ბოლო ამ ბოდვებს და თავიანთ გვერდებზე ატვირთვა კი არა, მათ ავადმყოფურ ქვეცნობიერებიდან "გადმოტვირთვის" რეჟიმში არიან ჯერ..."- წერს ნიკოლაძე.
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=23622