logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილმა იცის, რომ თუ აქ ჩამოვა, დაიჭერენ
- +

26 სექტემბერი. 2016. 02:40


 

ძალიან მეეჭვება, სააკაშვილმა ჩამოსვლა გაბედოს. ის უკრაინაში მოქმედი და თანაც თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა, აქვს უკრაინული ცხოვრება, რომელიც ჯერჯერობით აშკარად მოსწონს. მეეჭვება, გარისკოს და ამ ყველაფერზე უარი თქვას სრულიად გაუგებარი პერსპექტივის გამო. ვერ ვიტყვით, რომ მას რისკი არ ახასიათებს, მაგრამ, როგორც წესი, არ უყვარს ბრმა რისკი",- ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვუში საუბრობს.


როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, რადგან იცის, რომ „ჩამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება".


„სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ თუ აქ ჩამოვა, დაიჭერენ - ამჟამინდელ ხელისუფლებას სხვა გზა არც ექნება... სააკაშვილი ამას არ ჩაიდენს.

 

ოდესის გუბერნატორმა ისიც კარგად იცის, რომ თუ საქართველოში პროტესტი გამწვავდა, მისი ობიექტი თვითონაც იქნება. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამინდელ ხელისუფლებას სწორედ იმიტომ აკრიტიკებს, რომ სათანადოდ არ მოსთხოვა წინა ხელისუფლებას პასუხი. სააკაშვილს აქ ჩამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება",- განაცხადა საყვარელიძემ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner