logo_geo
eng_logo
ზურა ქადაგიძე: წარმოგვიდგენია 26 მაისს რამდენი ათასი ადამიანია დაზარალებული?
- +

26 სექტემბერი. 2016. 02:41



„ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში ზურა ქადაგიძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პროკურატურის მიერ 26 მაისის საქმესთა დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  ყველაფერს თავისი ვადა აქვს.


„გია ლორთქიფანიძე, ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ 3 წელი ვიყავი საქართველოში და რატომ ამ დრომდე არ გამოაქვეყნესო. მეც მქონდა ეს განცდა. რატომ ადრე არა. მაგრამ, ამ ყველაფერს რომ დავუფიქრდეთ და გავაანალიზოთ, წარმოგვიდგენია 26 მაისს რამდენი ათასი ადამიანია დაზარალებული? ჩვენი გემოვნების საკითხი ხომ არ არის, პროკურატურას 2-3 კვირით ადრე გამოეძიებინათ? ერთი საქმე გაეჩერებინათ, მეორე დაეწყოთ... ყველაფერს თავისი ვადა აქვს. როდესაც გამოიკვეთა დანაშაული, მაშინვე წარედგინა ბრალი... ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner