logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: მოკლედ, არცერთი ხმა ენმ-ს!
- +

26 სექტემბერი. 2016. 02:39



აუდიტორია 115"-ის წევრი ლევან ლორთქიფანიძე „facebook"-გვერდზე წერს:


ვიღაცები ოცნებობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო ძალა განადგურდეს და აღარ არსებობდეს!

 

ბუნებრივია, რომ ადამიანებს დამნაშავე პოლიტიკური ძალის დასჯის სურვილი ამოძრავებთ.

 

შეუძლებელია პოლიციის მიერ გამოვლენილი ნულოვანი ტოლერანტობის; მმართველი პარტიის რაზმად გადაქცეული პოლიციის აგრესიის; ოქროყანის ტყეში გატაცებული, ნაწამები და მოკლული ადამიანის სიცოცხლის; ერთი და იმავე სიტყვებით მოლაპარაკე ნაციონალური ტელემაუწყებლების არსებობის; ჟურნალისტთა კორპუსის მასობრივი დაშინების; ადამიანებისთვის უმიზეზოდ ქონების ჩამორთმევის; 120 მლნ-ად ჭიათურის მანგანუმის, ზესტაფონის ფეროსა და ვარციხის ჰესის გასხვისების; შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების ფაქტობრივი გაუქმებისა და შედეგად ასობით მუშის გარდაცვალების; ერთპარტიული მთავრობის, პარლამენტის, თვითმმართველობისა და სასამართლოს შექმნის; უნივერსიტეტების ავტონომიის ფეხქვეშ გათელვის და სხვა უამრავი უბედურების პატიება.

 

პატიება ორმაგად შეუძლებელი ხდება მაშინ, როდესაც დამნაშავე არაფერს აღიარებს, როდესაც ამაყობს თავისი დანაშაულით, როდესაც გეუბნება: "იმიტომ გკლავდი, იმიტომ გამცირებდი, იმიტომ გართმევდი, იმიტომ გაღარიბებდი, რომ დენი, გზები და იუსტიციის სახლები გქონოდა".

 

პატიება ძნელდება მაშინ, როდესაც დამნაშავე თავის მოქმედებებში არაფერს ცვლის, თავმჯდომარესაც კი არ იცვლის. მეტიც, თავმჯდომარე პოლიტიკური ინტერესების არმქონე საკუთარ ცოლს აიძულებს, რომ მის ნაცვლად იყოს საქართველოში, მის ნაცვლად იყაროს კენჭი კონკრეტულ ოლქში.

 

პატიება ძნელდება მაშინ, როდესაც სინანულის ნაცვლად უტიფრობით გპასუხობენ.

 

დამნაშავის დასჯა სასამართლოსა და პროკურატურის საქმეა! თუ ეს ორი ინსტიტუტი არ აკეთებს თავის საქმეს, მაშინ, რა გზა რჩება რიგით, გაბრაზებულ, გაღარიბებულ და დამცირებულ მოქალაქეს?

მას ერთადერთი გზა რჩება - არჩევნებში მასობრივი მონაწილეობის გზა. მხოლოდ არჩევნებში მასობრივ მონაწილეობას შეუძლია დამნაშავე პოლიტიკური ძალის მაქსიმალურად დასუსტება და განადგურებაც კი, თან უმტკივნეულოდ, ღირსეულად! ერთადერთი იარაღის, ბიულეტენის გამოყენება დაგჭირდებათ! ჰო, კიდევ პასტის!

 

ვის მივცეთ ხმა? არ ვიცი. პარტიას, რომელსაც გაუნათლებელი, ხარბი ექს-სპორტსმენი უდგას სათავეში ხმას ვერ მივცემ. ალბათ, უკეთესია მესამე არასატელიტი და არაპრორუსული ძალების მხარდაჭერა. ამასთანავე, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევანი ნამდვილად არსებობს.

 

მოკლედ, არცერთი ხმა ენმ-ს, ბევრი ხმა პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას!"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner