20 სექტეებრს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისათვის. შეგახენებთ, ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინის სამართალდამცავი უწყების ჩინოსანია.
პროკურატურამ ასევე გაავრცელა 2011 წლის 26 მაისს გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს როგორ სპეცრაზმის ისედაც აგრესიულად განწყობილ წვერებს დათა ახალაია. "მეტი დაკავებული, მეტი პრემია", - ისმის კადრებში კუდ-ის ყოფილი უფროსის ხმა. როგორც ირკვევა, ახალაიამ დაპირება შეასრულა. მას შემდეგ, რაც 26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება - "მეტი დაკავებული, მეტი პრემია", ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს "კუდ"-ის ქვედანაყოფებმა, პრემიის სახით მხოლოდ "კუდ"-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად შს იმჟამინდლეი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9000 ლარი, დავით ახალაიამ 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4135 ლარი.
გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეუსბუკის" პირად გვერდზე წერს:
„დღეს გავრცელებულ ვიდეოში ბევრი გააოცა 26 მაისს სპეცრაზმელების მონდომებამ. როგორი გავეშებულები მიიწევდნენ მომიტინგეებზე, თითქოს დუშმანს ებრძოდნენ. ბევრი კითხულობს, რამ გაამწარა ეს ხალხი, საკუთარ თანამოქალაქეს ასე რომ იმეტებენ და ასეთი სიძულვილით არიან გამსჭვალულებიო. მიტინგის დარბევის ბძანება შეიძლება ასეთი სიძულვილის გარეშეც შეასრულო. ჩემი დაკვირვებით, პრობლემა სპეცრაზმელებისთვის მოტივაციის ამაღლების მეთოდებში იყო. ჯარს, რომელიც მტერთან საბრძოლველად მიდის, ნაღდად ჭირდება მოტივაცის ამაღლება. ამიტომ მიმართავენ ბრძოლის წინ სიტყვით. ვარჯიშებზეც უმაღლებენ მოტივაციას, მაგრამ სპეცრაზმს, რომელიც მშვიდობიანი მიტინგის დასაშლელად მიდის, რა განსაკუთრებული მოტივაცია სჭირდება ვერ ვხვდები, თუმცა "ნაცები" უმაღლებდნენ და ამას აკეთებდნენ ერთი მეთოდით: შთააგონებდნენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი რუსეთიდან იმართებოდა, შესაბამისად მათი მომხრეები მოღალატეები იყვნენ ანუ ყველა პუტინის მონა იყო და ქვეყნის მტერი. სპეცრაზმიც მათ წინააღმდეგ სიძულვილით ივსებოდა და როგორც მტერზე, ისე მიიწევდა ამ ხალხზე. ამ ვიდეოშიც ისმის სპეცრაზმელის გინება და მერე ნათქვამი: რუსეთის ბოზები ესენი...! ასე იყო 7 ნოემბერსაც. გახსოვთ, ალბათ, როგორი სამოტივაციო სიმღერა ჰქონდათ: - "ბადრის რა? - ..."
"იმედშიც" რომ შემოგვივარდნენ და იატაკზე დაგვყარეს, ერთადერთ რამეს დაგვძახოგდნენ: ბადრის მონებო! ანუ შთაგონებული ჰქონდათ, რომ ბადრი იყო პუტინის მონა, ჩვენ კი - ბადრის მონები".