ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის მხარდამჭერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, „ჩერგოლეიშვილის, მაია ორჯონიკიძის, ბადრი შუბლაძის და მესამეხარისხოვანი სხვა მრავალი ნაციონალის ღია აგრესია, „ნაციონალური მოძრაობის" "ლიდერების" ყველა დაპირებას ფარდას ხდის!"
„ნაციონალების მხარდამჭერთა ქცევა სხვადასხვა ტელეგადაცემებში, ზუსტად აჩვენებს იმას, თუ როგორ "გარდაიქმნა" ეს მოძალადე ბანდიტური დაჯგუფება.
ცხადია სანდრა, თავისი ღუღუნა აქცენტით და ტუჩის მარცხენა კუთხისკენ გადახრილი ღიმილით, ბაქრაძე თვალების ფახულით, მელია გულზე მჯიღის ცემით ამტკიცებენ ჩვენ ის "თამროები" აღარ ვართო, მაგრამ ჩერგოლეიშვილის, მაია ორჯონიკიძის, ბადრი შუბლაძის და მესამეხარისხოვანი სხვა მრავალი ნაციონალის ღია აგრესია, "ლიდერების" ყველა დაპირებას ფარდას ხდის! ფაქტობრივად მათი მხილება საჭიროც აღარ არის.
ეს დაახლოებით ისე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჰიმლერი გვპირდება საკონცენტრაციო ბანაკებში ხალხს აღარ ვაწამებთ და დავხოცავთო, ამ დროს კი ოსვინცემის კომენდანტი ჰიოსე ტელევიზიიდან გაცოფებული ყვირის - უფრო მეტი გაზის კამერა უნდა გვქონოდაო!" - წერს გაბრიჭიძე.