გასული წლის დეკემბერში, ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა. სომხური ფესვების მქონე ავაკოვმა ქარველ სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა და "ჩემი ქვეყნიდან წაეთრიეო", - მიაძახა.
იმ "ამბიდან" ლამის ერთი წელი გავიდა. ორი დღის წინ ავაკოვმა ოდესის ქართველი გუბერნატორი კვლავ გაიხსენა და უკრაინული მასმედიის საშუალებით "საინტერესო" ბიზნესგეგმა შესთავაზა. მან "მიშა მაგარი"-ას კიევში ქართულ-სომხური რესტორნის გახსნის იდეა მიაწოდა.
"იმედია შესანიშნავი იდეა გახლავთ და სააკაშვილი გვერდში ამომიდგება. რესტორანს სახელად "ბე-ბე-ბე"-ს დავარქმევთ. დარწმუნებული ვარ მოკლე დროში ქალაქის ღირთშესანიშნავ ადგილად გადაიქცევა. შესასვლელში სტუმრებს უფასოდ ერთი ჭიქა ცივი წყალი გადაეცემათ", - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
რაც შეეხება დასახელებას, ავაკოვის მტკიცებით, "ბე-ბე-ბე" სააკაშვილის საუბრის მანერასა და სტილს ზუსტად გამოხატავს.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე
http://www.kvirispalitra.ge/msoflio/