logo_geo
eng_logo
„სელფის“ თეორია: „მომხმარებლები იდიოტები ხდებიან!“
- +

26 სექტემბერი. 2016. 05:13


 

სელფის" მთავარი თეორია - „მომხმარებლები იდიოტები ხდებიან" მრავალი წელია, რაც სელფის ფენომენს შეისწავლიან",- ამის შესახებ Facebook-ის მომხმარებელი გიორგი ძიძიგური სოციალურ ქსელში წერს და საინფორმაციო სააგენტო Slon.ru-ს  6 თეორიას აქვეყნებს.


სელფის" მთავარი თეორია - „მომხმარებლები იდიოტები ხდებიან" მრავალი წელია, რაც სელფის ფენომენს შეისწავლიან, თუმცა შედეგები მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი: წელს, Yahoo- პროგნოზირების მიხედვით, სურათების რაოდენობა წარწერით „Selfie" მარტო Instagram-ში 2-ჯერ გაიზარდა. სელფის ნამდვილი ბუმი, რომელიც გვეგონა უკვე გავიარეთ, ჯერ ახლა იწყება.
Slon-
მა შეაგროვა მთავარი თეორიები, რომლებიც ხსნიან ამ სოციალური მოვლენის წარმატებას.


თეორია 1. ნარცისიზმის უსასრულო ევოლუცია.


წიგნის «Smarter Than You Think: How Technology Is Changing Our Minds for the Better»
ავტორი, კლაივ თომფსონი თვლის, რომ სელფი ნარცისიზმის განვითარების ახალი დონეა. ეს არ არის ადამიანის საკუთარ თავზე შეხედულებების ევოლუცია. ეს ტექნოლოგიური ევოლუციაა ადამიანის იმ მოთხოვნილებისა, რომელსაც ადრე ასე მძაფრად არ აღვიქვამდით.


ნარციზმის ევოლუცია გაგრძელდება, დარწმუნებულია თომფსონი. ერთ-ერთი მისი შემდეგი ეტაპებიდან არის მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ვიზუალის შენარჩუნებას ხანგრძლივი დროით, რაც მომავალში კარდინალურად შეცვლის ანთროპოლოგიის მეთოდებს, ისტორიულ და სოციალურ კვლევებს.


თეორია 2. ადამიანი, როგორც მედია.


ბუნებრივი ნარცისიზმი - ფენომენის ზედმეტად მარტივი და არასაკმარისი განმარტებაა, - თვლის ნიკოლას კარი, «The Shallows: What the Internet Is Doing to Our Brains» წიგნის ავტორი. ის გვთავაზობს შევხედოთ ამ მოვლენას ტექნოლოგიური რევოლუციის პრიზმაში.
თვითონ ნარცისიზმი არ გამხდარა ავტოპორტრეტული სურათების ეპიდემიის მიზეზი XX საუკუნეში, თუმცა ყოველდღიური სურათის პოპულარობა ძალიან მაღალი იყო.
ინტერნეტმა და მობილურმა ტელეფონებმა კარდინალურად შეცვალეს ფოტოგრაფის აზროვნება,- თვლის კარი. თუ ადრე სურათების გადაღების ძირითადი მოტივი მისი სამახსოვროდ შენახვა იყო, ახლა ადამიანი სმარტფონით მსოფლიო ინფორმაციული ბაზრის ერთ-ერთ ელემენტად იქცა.
მკვლევარს მოაქვს გამოკითხვის შედეგები, რომლებიც აჩვენებენ, რომ Instagram-ის აქტიური მომხმარებლები მომსახურების ფირს აღიქვამენ, როგორც ახალი ამბების წყაროს. „ეს არის ფუნქციონალური ნარცისიზმი, რომელსაც საჭიროებს მომხმარებელი, რათა მასზე გაიგონ და იცოდნენ. სელფი კი, უბრალოდ, ამის ყველაზე კომფორტული ფორმაა."


თეორია 3. თვითრედაქტირებისკენ მისწრაფება.


ექიმმა ჯეიმს კილნერმა ჩაატარა გამოკვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის მუდამ ზრდადი მიდრეკილება სელფისადმი განისაზღვრება იმით, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით და ცუდად აღვიქვამთ საკუთარ სახეს. სელფი - შინაგანი გამოკვლევის ინსტრუმენტია, რომელიც დასრულებულად მხოლოდ მისი გამოქვეყნების მერე შეგვიძლია ჩავთვალოთ. სელფი გვეხმარება საკუთარი თავისფალსიფიკაცია" მოვახდინოთ, დავარედაქტიროთ ჩვენი გამოსახულება ისე, რომ შევესაბამებოდეთ საკუთარ აღქმას.
ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენეს ერთი სელფის სხვადასხვა რედაქტურის ვერსიები. რედაქტირება გააკეთეს გარეგნობისა და მაკიაჟის სპეციალისტებმა: მათ შექმნესძალიან სიმპათიური პერსონაჟი" დაუბრალოდ სიმპათიური". როდესაც მონაწილეებს სთხოვეს აერჩიათ ორიგინალი, უმეტესობამ ის ვერსია აირჩია, რომელიც მათ გარეგნობას მაქსიმალურად მომხიბვლელად წარმოაჩენდა.


თეორია 4. როგორმიჰყიდო" საკუთარი თავი საზოგადოებას?


კიდევ ერთ კონცეფციას გვთავაზობს ჯენიფერ ოულეტი, "Me, Myself and Why: Searching for the Science of Self" წიგნის ავტორი. სელფი - მატერიალური ტოტემების ანალოგია, მაგალითად: სუვენირების, პოსტერების, საყვარელი სათამაშოების და .. , რომელთა მიზანია, დააკავშიროს ჩვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროსთან. ეს პირადი პერფორმანსის ერთ-ერთი ფორმაა, თვითიდენტურობის განცხადებაა, შესაძლებლობაა, სწორადშეფუთო" საკუთარი თავი და სამყარო, თუნდაც რეალობაში იგი სულ სხვანაირი იყოს.
აქ მოქმედებს იგივე მექანიზმი, რაც სარეკლამო ბაზარზე: სოციალურ ქსელებში ობიექტებისა და პროცესების სურათებს უფრო კარგად აღიქვამენ, ვიდრე ტექსტებს. სელფზე უფრო ეფექტური ინსტრუმენტი, „ჩანდე, მაგრამ არ იყო" სტრატეგიისთვის, საზოგადოებამ ჯერ ვერ მოიფიქრა, თვლის ოულეტი.


თეორია 5. ტექნოლოგიების ჰუმანიზაცია.


ონლაინსამყაროს ჰუმანიზაცია ხსნის სელფის ფენომენს, რაც ბრუს ჰუდის "The Self Illusion: How it Social Brain Creates Identity" წიგნშია აღნიშნული. ის ამ პროცესსახალ სუბიექტურობას" უწოდებს.
სხვადასხვა ტექნოლოგიები (ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო საგნები და ..) დიდი დროის განმავლობაში ცხოვრების დანამატს წარმოადგენდა და არა მის განუყოფელ ნაწილს. დღეს ადამიანი ვერ წარმოიდგენს ცხოვრებას ტექნოლოგიების გარეშე, მას პირდაპირი გაგებით სძინავს თავის სმარტფონებთან და გაჯეტებთან. სელფი გახდა ტექნოლოგიური სამყაროსგაადამიანების" ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი - შენი სახე მუდამ შენთანაა.


თეორია 6. ვიზუალური კომუნიკაციები.


Media Psychology Research Center-
ის დირექტორი და ფსიქოლოგი, პამელა რუტლეჯი თვლის, რომ სელფის ფენომენის ძირითადი სიტყვა იდენტიფიკაცია კი არა, კომუნიკაციაა. სელფი - ეს არის დიალოგზე მოზიდვის შეტყობინება. ვიზუალური კომუნიკაცია განმსაზღვრელი ხდება, სურათები სიტყვებზე მეტს ამბობენ და უკეთესად უბიძგებენ რეაქციისაკენ.
ახალგაზრდები ეძებდნენ სწრაფი კომუნიკაციის კომფორტულ და ოპერატიულ მეთოდებს, რომელიც ხაზს გაუსვამდა მათ ინდივიდუალურობას და იპოვეს ის.
მომხმარებლები იდიოტები ხდებიან - ძველბერძნული გაგებით"
ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Instagram-ში უფრო პოპულარულია ადამიანის სახის სურათები. სურათებს, სადაც სახეები ჩანს, 38%-ზე მეტი შანსი აქვთ მოწონების მიღების, ვიდრე სხვა სურათებს.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ძველ ბერძნული გაგებით იდიოტები ხდებიან, ანუ სულ უფრო და უფრო გაცნობიერებულად ეწევიან საზოგადოებრივი ცხოვრებისგან იზოლირებულ ცხოვრებას.


სელფი ახლა პოპულარობის პიკზეა, მაგრამ შესაძლებელია, რამდენიმე წელში საერთოდ მარგინალური და არამოდური გახდეს. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოტეზაა",- წერს ძიძიგური. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner