„რუსთავი 2"სასამართლოში უნდა წამეპორწიალებინეთ, მაგრამ იტყოდით რუსეთი გვებრძვისო და საზოგადოების შემდგომი გაბრიყვების საშუალება არ მოგეცით",- ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერიან ხაბურძანია სოციალურ ქსელში წერს.
„მოსკოვში, რომ მომძებნეთ და პირველად, ბოლო 11 წლის განმავლობაში „რუსთავი 2"-ის ეთერში მომიწვიეთ მოსკოვიდან, კანონიერ საუბარს არჩევდით ვითომ ჩემსას ოქრუაშვილთან. თუ მე ვიყავი მაღალი თანამდებობის პირი? ან „რუსთავი 2"-ზე არ გაუშვით ასევე შეკოწიწებული საუბარი ოპოზიციის ლიდერთან, თანაც შსს ეგიდით 2012 წელს? სასამართლოში უნდა წამეპორწიალებინეთ, მაგრამ იტყოდით რუსეთი გვებრძვისო და საზოგადოების შემდგომი გაბრიყვების საშუალება არ მოგეცით",-წერს ხაბურძანია.