logo_geo
eng_logo
დღეს რუსთაველის თეატრში თენგიზ ჭუმბურიძისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
- +

26 სექტემბერი. 2016. 10:37



26 სექტემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ თენგიზ ჭუმბურიძისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.


ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კლასის პედაგოგი ნუცა კასრაძე და ნიუ-იორკში მცხოვრები პიანისტი, ბრუკლინის კერძო საფორტეპიანო სტუდიის დამფუძნებელი მერაბ ებრალიძე; დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე. კონცერტზე შესრულდება იან სიბელიუსის Valse Triste და ფრედერიკ შოპენის ორი საფორტეპიანო კონცერტი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner