26 სექტემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ თენგიზ ჭუმბურიძისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კლასის პედაგოგი ნუცა კასრაძე და ნიუ-იორკში მცხოვრები პიანისტი, ბრუკლინის კერძო საფორტეპიანო სტუდიის დამფუძნებელი მერაბ ებრალიძე; დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე. კონცერტზე შესრულდება იან სიბელიუსის Valse Triste და ფრედერიკ შოპენის ორი საფორტეპიანო კონცერტი.