ავტორი ანა ნონიკაშვილი
დღეს რეაბილიტირებული დავით აღმაშენებლის გამზირი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებიან.
თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის" I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა.
პროექტ „ახალი ტფილისის" I ეტაპის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულია, ხოლო შიდა სამუშაოები, როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.