logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: არჩევნების დღეს ქუჩაში პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება
- +

26 სექტემბერი. 2016. 10:56



„არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება ქუჩაში და არა საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.


„ჩვენ საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის პოლიცია ვართ. იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალშისაცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner