logo_geo
eng_logo
ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ფრენების განხორციელება დაიწყო
- +

26 სექტემბერი. 2016. 10:59



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალ ფასად მგზავრობა მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ. ფრენების ფასი გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის მიმართულებით 9.99 ევრო-დან დაიწყება.


დაბალბიუჯეტიანი რეისები დღეს უკვე განხორციელდა ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებით. 23 სექტემბერს ბერლინის რეისზე ქუთაისიდან 161 ადამიანი გაფრინდა, ხოლო 133 ჩამოფრინდა. მიუნხენის რეისზე კი - გაფრინდა 139 და ჩამოფრინდა 141 ადამიანი.

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ქუთაისის აეროპორტიდან შემდეგი ახალი მიმართულებებით შეასრულებს: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი.


აქედან, ბერლინსა და მიუნხენში, მემინგენის აეროპორტში ფრენები დღეიდან დაიწყო, სალონიკში, ლარნაკასა და სოფიაში - 24 სექტემბრიდან, ხოლო მილანსა და დორტმუნდში 25 სექტემბრიდან განხორციელდება.


რაც შეეხება, მგზავრობის საფასურს - ბილეთის ფასი ბერლინის მიმართულებით - 24.99 ევროდან; დორტმუნდში - 14.99 ევროდან; ლარნაკაში - 9.99 ევროდან; მილანში - 14.99 ევროდან; მიუნხენში - 19.99 ევროდან; სოფიაში - 9.99 ევროდან; ხოლო სალონიკის მიმართულებით - 14.99 ევროდან დაიწყება.


აღსანიშნავია, რომ ამ ფასად „ვიზეარი" უკვე ახორციელებდა ფრენებს ევროპის ოთხი მიმართულებით - კატოვიცე (პოლონეთი), ვილნიუსი (ლიტვა), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და ვარშავა (პოლონეთი).

აღნიშნული მიმართულებით შესრულებული რეისებით 2014 წელს ვილნიუსში - 22 198 ადამიანმა, კატოვიცეში - 21 047, ბუდაპეშტში - 6 948 , ხოლო ვარშავაში - 32 840 ადამიანმა იმგზავრა.


2015 წელს კი ვილნიუსში - 27 671 ადამიანი, კატოვიცეში - 16 842, ბუდაპეშტში - 31 024 , ხოლო ვარშავაში - 24 927ადამიანი გაფრინდა.


რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადს, ასე გამოყურება:

2011 წელი - 4 527 მგზავრი; 2012 - 12 974; 2013 - 187 939; 2014 -218 003 მგზავრი; 2015 - 182 954; ხოლო 2016 წელს მხოლოდ იანვარ-ივნისის მონაცემებით 94 644 ადამიანმა იმგზავრა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner