logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ისტორიაში, როცა არავინ გაშინებთ
- +

26 სექტემბერი. 2016. 11:23



„8 ოქტომბერი ისტორიული დღეა: ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ისტორიაში, როცა არავინ გაშინებთ, არავინ გაიძულებთ კონკრეტული სუბიექტისთვის ხმის მიცემას", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


„ეს არის თქვენი, ხალხის არჩევნები! და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის, ვის შეუძლია შექმნას და შეინარჩუნოს ადამიანის თავისუფლება, ვინ შეძლებს მოიტანოს კეთილდღეობა თითოეული თქვენგანის ოჯახში",  - განაცხადა კობერიძემ.


ლევან კობერიძე მუხიანის სამხედრო დასახლებაში და მუხიანის პირველ მკ/რნ-ში მოსახლეობას შეხვდა და მათ საკუთარი გამოცდილების, მომავალი გეგმებისა და პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. მუხიანელებმა ლევან კობერიძეს უბნის პრობლემებიც გააცნეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner