logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის შესახებ: ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს
- +

26 სექტემბერი. 2016. 11:42



„მგონია, რომ ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს", - ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115"-ის პროტესტს.


ჯეჯელავას თქმით, ის ეთანხმება პროტესტის შინაარს, თუმცა არა რადიკალურ ფორმებს.

 

„ამაზე მეტი ავტომონომია რა უნდა იყოს, აქ ვდგავართ და საშუალება აქვთ, ისაუბრონ. სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება. გვჯერა, რომ ეს ხალხი არის ის, ვინც ირჩევს რადიკალურ ფორმას, მაგრამ მათი შენიშვნების შინაარს იზიარებს. თუკი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ყველაფერს მივაღწევთ. ახლა კი მგონია, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრნენ, სადაც სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაგრძელდა. 


მას შემდეგ, რაც „აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და დედაქალაქის მერს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, ღონისძიება თსუ-ს პირველ კორპუსში გაგრძელდა.


უნივერსიტეტის ახალი რექტორი პირველკურსელებს და წარმატებულ სტუდენტებს აჯილდოებდა, რისი საშუალებაც „აუდიტორია 115"-ის წევრებმა არ მისცეს.


გია შარვაშიძემ „აუდიტორია 115"-ის წევრების მოთხოვნებს უსაფუძვლო უწოდა და მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სთხოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner