logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ზე: სასწავლო პროცესი არ შეჩერდება
- +

26 სექტემბერი. 2016. 11:48



„მგონია, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე საუბრისას განაცხადა.


ჯეჯელავა არ ეთანხმება  სტუდენტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ სამინისტრომ მოთხოვნები არ შეასრულა.


„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული სწორედ იმისკენ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, სწავლის ხარისხი იყოს უფრო მაღალი. უმეტესობა სტუდენტების სამუშაო მაგიდის ფორმატში მუშაობს ჩვენთან ერთად, რათა უნივერსიტეტი განვავითაროთ. ეს ფორმა, რომელიც სტუდენტებმა დღეს აირჩიეს, ჩემი აზრით, არ არის კონსტრუქციული, არ არის მიმართული გაუმჯობესების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხსაც დავარწმუნებთ, რომ  დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმუშაოთ. ის მოთხოვნები, შინაარსობრივად რაც დღეს ითქვა,  ღია კარის მტვრევაა. სწორედ ეს გეგმები აქვს უნივერსიტეტს, რომ განვითარდეს. დიდი ნაწილი „აუდიტორია 115"-ის ჩვენთან თანამშრომლობს, თუმცა დარჩა ნაწილი, ვისაც რადიკალური ფორმების გამოყენება უნდა",- აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


„აუდიტორია 115"-ის  წევრები თსუ-ში აქციას მართავენ. მათ უნივერსიტეტში მისულ მთავრობის წევრებსა და რექტორს უნივერსიტეტში ახალი სასწავლი წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვის საშუალება არ მისცეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner