logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ძალიან მალე, ვეტერანებს უნდა ჰქონდეთ რეგიონში საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრი
- +

14 მარტი. 2016. 13:00


 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი 15-19 მარტს ესპანეთში საქმიან შეხვედრებს გამართავს. შიხიაშვილის თქმით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ესპანეთის მხარესთან ვეტერანთა ჯანდაცვისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებისთვის ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოში ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, მისი დანადგარებით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხები. ამის შესახებ შიხიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე იმ კომპანიებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა წარმომადგენლებთანაც იგეგმება შეხვედრები.

 

 

„ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ესპანეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც სამი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ველოდებით რეალურ შედეგებს. გვინდა, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში, რომ ვეტერანები მეტად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. ჩვენი მიზანია,  ძალიან მალე ვეტერანებს  ჰქონდეთ რეგიონში საუკეთესო სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი", - განაცხადა შიხიაშვილმა.



„რეპორტიორი" აქვე გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა წარმომადგენლებთანაც ირაკლი შიხიაშვილი შეხვედრებს გამართავს.


კომპანია „სერკობე"

SERKOBE


მომწვევი პირები:


ჰექტორ როდრიგესი - აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების დირექტორი


ლევან შიხაშვილი - კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში



„სერკობე" წარმოადგენს საწარმოო კაპიტალის ეროვნულ ასოციაციას, რომელიც წარმოადგენს დიზაინთან, ინჟინერიასთან, წარმოებასთან, ტექნიკურ მონტაჟთან და სამრეწველო ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებულ 400-ზე მეტ კომპანიას და სპეციალურ ჯგუფს. კომპანიის წლიური ბრუნვა 49 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო ექსპორტი 36 მილიარდზე მეტს.



კომპანიის მისია:


- ხელი შეუწყოს საწარმოო კაპიტალის და სამრეწველო და ობიექტების ექსორტს; მოახდინოს პროექტების იდენტიფიცირება და ანალიზი; შეარჩიოს შესაბამისი მწარმოებლები და შეიმუშავოს ფინანსური პაკეტები.



ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შემდეგ კომპანიებთან:


კომპანია „მაკიბერი"

MAKIBER


„მაკიბერი" უდიდესი გამოცდილებისა და კლიენტების შთამბეჭდავი პორტფოლიოს მქონე წამყვანი ესპანური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო სამშენებლო პროექტების სრულად მართვაზე, აღჭურვასა და მომსახურებასთან ერთად. კომპანიას შეუძლია შესთავაზოს კლიენტებს მათი საჭიროებების საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტა.



კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:


- ჯანმრთელობა;

- განათლება;

- სათემო მომსახურება;

- სოფლის მეურნეობა და ინდუსტრია;

- მოდულირებული მშენებლობა.



კომპანია „ტექნოვე"

RECNOVE

 

„ტექნოვე ჯგუფში" ერთიანდება ცხრა კომპანია, თითოეული სპეციალიზირებულია მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე თავდაცვის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, განათლების, ტელეკომუნიკაციების, სამაცივრე გადაზიდვების, კორპორატიული იმიჯისა და მომსახურების სფეროებში. „ტექნოვეს" აქვს საინჟინერო და საწარმოო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს  თითოეული კლიენტის საჭიროებებზე მორგებულ საუკეთესო გადაწყვეტას ბაზრის პირობებში. ჯგუფი ორიენტირებულია კვლევაზე, განვითარებასა და ინოვაციაზე, როგორც თავის განსაკუთრებულ ნიშანზე. ბოლო წლების განმავლობაში „ტექნოვე ჯგუფმა" პროდუქტები წარმოადგინა 50-ზე მეტ ქვეყანაში და ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე. კომპანიას ოფისები აქვს საუდის არაბეთში, ლიბანში, სამხრეთ აფრიკაში, კოტ-დ`ივუარში, ალჟირში, ავღანეთში და სუდანში.


კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:


- სპეც-დანიშნულების ავტოტრანსპორტი, კონტეინერები და თავდაცვა;


- ბანკების მშენებლობა-ორგანიზება, კვების ორგანიზება და მომასახურება;


- კორპორატიული იმიჯი, სარეკლამო აბრები/ბანერები და ციფრული მარკეტინგი.



კომპანია „ჯი.ოუ.სი"

 

საკონსულტაციო, საინჟინრო და სამშენებლო ინტეგრირებული სერვისები


C.O.C. - Consultance, Engineering and Construction Integrated Services.


C.O.C. არის მრავალმხრივი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვაადსხვა სერვისს, ყოვლისმომცველი სახით, საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში: აეროპორტებისა, თუ სარკინიგზო ობიექტების, გზების, ჰოსპიტალებისა და სხვა სახის საზოგადოებრივი შენობების მშენებლობა.



კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:


სტრატეგიული კონსულტაცია

 

- საინვესტიციო კონსულტაცია: სოციოლოგიური კვლევა; ბაზრის კვლევა; ეკონომიკური და ფინანსური კვლევები და სხვა;

- პროგრამებისა და პროექტების მენეჯმენტი;

- მდგრადი განვითარების კრიტერიუმი და ენერგიის ეფექტური გამოყენება.



ინჟინერია

 

- გეოტექნოლოგია;


- სტრუქტურული კალკულაცია;


- კეთილმოწყობის, გარემოსა და აკუსტიკური კალკულაცია.


ინტეგრირებული სერვისები

 

- საქმიანობის მართვა, კონტროლი და ზედამხედველობა;

- ხარისხის კონტროლი;

- მონიტორინგი და გარემოს შესწავლა;

- ტექნოლოგიური შესწავლა (გეოტექნოლოგია, აკუსტიკა, შენობის პათოლოგია).


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner