ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე „აუდიტორია 115"-ის სტუდენტებს ხვდება.
როგორც „აუდიტორია 115"-ის წევრმა სტუდენტებმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადეს, ისინი დიალოგის დაწყების წინააღმდეგი არ არიან, „თუმცა, ძალიან ბევრი შეუსრულებელი დაპირება მიიღეს და რექტორის აღარ სჯერათ".
შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდა. „აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დღეს სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს.