logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღეს განმუხურში უნიკალური სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
- +

26 სექტემბერი. 2016. 12:17




„დღეს ანაკლიაში, კონკრეტულად განმუხურში, გამყოფ ზოლთან გაიხსნება მშენებლობა, საკმაოდ უნიკალური თავისი ხასიათით, იქ თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით აშენდება ყველაზე მაღალი კლასის უნიკალური სასტუმრო", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა. ივანიშვილი აფხაზებთან ურთიერთობის აღსადგენად მათ თავიანთ ტერიტორიაზე ასეთივე სასტუმროს აშენებას სთავაზობს.



„სასტუმროს უკან გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი „ქართუ" დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი, თუ ხართ ნამყოფი და კარგად იცით ანაკლია და განმუხურის მიჯრილი ადგილი, ის არის უნიკალური და გამორჩეული თავისი კლიმატით. რაც თვალში გვხვდება, არის ის, რომ უკანა მხარე არ არის საკმარისად გამწვანებული და მხოლოდ ბუჩქოვანი მცენარეებია და გამიჩნდა იდეა, ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა. ამის უნიკალობა იმაში მდგომარეობს, რომ გარდა იმის, რომ იქნება რეკრეაციული ზონა, კოლხური ჯიშის ძალიან ბევრ მცენარეს გადავარჩენთ, რომლებიც გადაშენების პირასაა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ კლიმატის შესაბამის  მცენარეებს. ამასთან დაკავშირებით მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ავაშენებდი ასეთივე სასტუმროს, თუ ჩვენი აფხაზი ძმების ნება იქნება. ამავდროულად სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა თანხმობის შემთხვევაში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. და ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა იმას, რომ მოვახერხოთ და აღვადგინოთ ნდობა, რაც საუკუნეების განმავლობაში იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner