საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს გარკვეული შეთავაზებით მიმართავს და გამყოფი ხაზის იქით სასტუმროს აშენებას სთავაზობს. ამის შესახებ ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„შეთავაზება მინდა გავაკეთო ჩვენი აფხაზი ძმებისთვის - გამყოფ ხაზს იქით, ვთავაზობ, ასევე მაღალი კლასის სასტუმროს ავაშენებ, თუ მათი სურვილი იქნება. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. გვინდა, მოვახერხოთ და აღვადგინოთ ნდობა და დავიბრუნოთ ის ძმობა, რაც საუკუნეები განმავლობაში გაგვაჩნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.