logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საქართველო რეგიონში არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის კუთხით
- +

26 სექტემბერი. 2016. 12:35



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპონენტებში ძირითადი კრიტიკა გამოიწვია პოლიტიკურმა ნაწილმა, რომელსაც ისინი არ ელოდნენ. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესის შეფასების მხრივ დამოკიდებულება პოზიტიური იყო და აცხადებს, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერია რეგიონში.


„ეს იყო ამოვარდნა იმ გეგმისგან, რაც ადრევე იყო გაცხადებული ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. არ ელოდნენ პოლიტიკურ ნაწილს და ოპონენტებმა განსაკუთრებით ამაზე გადაიტანეს ყურადღება. ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ლოგიკური იყო. ბიზნესმენი, ეს ჩვეულებრივი საზოგადოების წევრია და მოგეხსენებათ, არათუ მონაწილეობენ ევროპასა და ამერიკაში, არამედ აფინანსებენ პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში კორუფციასთან გვაქვს საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკოსებს სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, თუ თავად არ არის ბიზნესმენი. ამ მოწოდებაში არაფერი უჩვეულო არ ყოფილა, მე უფრო მკვეთრი დაფიქსირების სურვილი გამაჩნდა ბიზნესმენების მხრიდან, ამავდროულად მოვუწოდე, რომ კრიტიკა იყოს გახსნილი და თუ კარგია, იქნებ ესეც მკვეთრად დავაფიქსიროთ. ამ მოწოდებაზე ოპონენტებს ჰქონდათ უარყოფითი დამოკიდებულება. ფორუმის ძირითადი მნიშვნელობა იყო ის, რომ შეგვეფასებინა 4-წლიანი პერიოდი, რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებდა ხელისუფლება და რამდენად იყო ბიზნესი თავისუფალი და პირობები იყო თუ არა უკეთესი, ვიდრე წინა წლებში. ამავდროულად შეფასებასთან ერთად სწორი გზების დაგეგმვა იყო მიზანი, რომ დახმარებოდა ბიზნესი ხელისუფლებას და მიენიშნებინა, რამეთუ ჩვენი ძირითადი გამოწვევა გახლავთ უმუშევრობა, რასაც 4 წელში ვერაფერი ეშველებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია არის უკეთესი. ერთგვაროვნად ვერცერთი კრიტიკული შენიშვნა ვერ გამოითქვა, მიუხედავდ იმისა, რომ იქ იყვნენ ოპოზიციონერებიც. ფორმაზე იყო მინიშნება, რომ ფორმა არ მოსწონთ და მე ვთხოვე განმარტება, თუმცა ჩათვალეს, რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი, მაგრამ შეიძლება ვიყავი კიდეც.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის შეფასება იყო აბსოლუტურად პოზიტიური და ოპოზიციურად განწყობილებმაც ვერ შეძლეს, რომ დაეკნინებინათ ის შედეგი, რაც 4 წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო ეკონომიკური განვითარების მხრივ. საქართველო რეგიონში  არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის კუთხით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner