logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, რეაგირება ისეთი იქნება, რასაც ითხოვს კანონი
- +

26 სექტემბერი. 2016. 12:48



თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურებია დაწყებული და მისი დაბრუნების შემთხვევაში რეაგირება ისეთი იქნება, რასაც ითხოვს კანონი.

 

„მე ვფიქრობ, საზოგადოებამ ამ წლების განმავლობაში დაინახა ის პროგრესი, რა პროგრესმა თქვენც და მეც შესაძლებლობა მოგვცა, ასე ღიად გვესაუბრა ყველა მტკივნეულ საკითხზე. არა მგონია, პიროვნებას, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ყოველივე ამის შემდეგ ჰქონდეს რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ის წარსული მოენატროს, სადაც თქვენ შეზღუდულები იყავით, სადაც სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.


მისივე თქმით, შეიძლება ვიღაცას ბევრი რამე დააბრალო, მუქარის ტონით ილაპარაკო, მაგრამ რეალურ გადაწყვეტილებას დემოკრატიის პირობებში იღებს ხალხი.

 

„ხალხი, პირველ რიგში იმით წყვეტს, ვინ არის ღირსეული, თუ თვითონაც ღირსეულად ცხოვრობს, თუ თვითონაც სიტყვის თავისუფლება, ღირსეული განვითარება აქვს უზრუნველყოფილი და სამშობლოს კეთილდღეობას ხედავს, რაც ყოველდღიურად არის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა იზორიამ.


კითხვაზე, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში როგორი პროცედურები იქნება, იზორიას განმარტებით, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურებია დაწყებული და რეაგირება ისეთივე იქნება, რასაც ითხოვს კანონი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner